გერმანელ მასონებს ნაცისტების მიერ მოპარულ წიგნებს უბრუნებენ

გერმანიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა მფლობელებს დაახლოებით 400 წიგნს, ჟურნალს და სხვა პუბლიკაციას დაუბრუნებს, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში ნაცისტებმა მოიპარეს.
წიგნები დაუბრუნდება პოტსდამის მასონურ ლოჟას. წიგნებიდან ბევრი მე-18 საუკუნეშია გამოცემული.
ამ ლოჟას გერმანიაში ყველაზე მსხვილი ბიბლიოთეკა ჰქონდა იქამდე, სანამ ნაცისტებმა არ აკრძალეს ორგანიზაცია. ლოჟა ხელახლა 1991 წელს გაიხსნა.
პოსტდამის ლოჟის “Teutonia zur Weisheit” ხელმძღვანელმა, მატიას ბონმა განაცხადა, რომ აღნიშნული წიგნები მასონების ისტორიას ეხება.
ჰერმან პარციეგერმა, ფონდის ხელმძღვანელმა, რომელიც ბერლინის მუზეუმებს და ბიბლიოთეკას მეთაურობს, განაცხადა, რომ მასონური ორგანიზაცია მომავალშიც გააგრძელებს იმ წიგნების და ხელოვნების ნიმუშების მოძებნას, რომელიც მათ ეკუთვნოდათ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშირადაში განაცხადეს, რომ ევროპამ უკრაინა გაყიდა
შემდეგი სტატიაჩინეთში მომხდარ ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა