გერაშჩენკო: მოღალატემ ოკუპანტებს აზოვსტალში შესასვლელი გვირაბები აჩვენა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი გვირაბების შესახებ ინფორმაცია ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. ინფორმაციას UNIAN-ი Telegram-ზე ავრცელებს.

“რუსმა ნაძირალებმა ქარხნის თანამშრომლებს შორის იპოვეს მოღალატე, ელექტრიკოსი, რომელმაც მიწისქვეშ, ქარხანაში შესასვლელი გვირაბები აჩვენა. ოკუპანტებმა მოღალატისგან მიღებული ინფორმაციის შედეგად, გვირაბებზე შტურმი დაიწყეს”. – თქვა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ მზად არის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს – ბაიდენი
შემდეგი სტატიააზოვის პოლკის მეთაური პროკოპენკო: “სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ დაცვას”