მორიგი რეისი რუსეთისკენ – Georgian Airways-ის თბილისსა და ნოვოსიბირსკს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. „ტოლმაჩოვის აეროპორტის“ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, Georgian Airways ფრენებს 28 სექტემბრიდან დაიწყებს და რეისები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ბილეთების ფასი ჯერ არ სახელდება.