26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გეორგი ტიხი პუტინს: ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეთ, ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება

უკრაინის საგარეო საქმეთან სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.

“ისე საუბრობთ, ზედიზედ მეხუთე წელია, თითქოს ომს მოიგებთ.

რეალობაა, რომ თქვენ დაიწყეთ აგრესიული ომი სწრაფი გამარჯვების იმედით.

ოთხ წელზე მეტ ხანში, დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანის დაკარგვის შემდეგ, ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეთ. თქვე ნელი წინსვლა შეჩერებულია, ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება, ეს ხომ ნამდვილი გამარჯვებაა”, – დაწერა ტიხმა

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა პარტია “ერთიანი რუსეთის” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კარგავენ პოზიციებს ფრონტის ხაზზე და სწორედ ამიტომ ისინი რუსეთში ტერორიზმს მიმართავენ.

“დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ კიევის რეჟიმის წახალისებას. ეს რეჟიმი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების მთელ ხაზზე უკან იხევს, ღიად ტერორისტულ ქმედებებზე გადავიდა. სხვაგვარად როგორ შეიძლება შეფასდეს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართული დარტყმები, ასევე პრაქტიკულად ღია რეკრუტირება ჩვენს ქვეყანაში, რათა გადაიბირონ გარეწრები დივერსიებისა და ტერორისტული აქტების ჩასადენად”, – თქვა პუტინმა.

banner
წინა სტატიაშილევან ნატროშვილი: მოხდა კომუნიკაცია ევროპული სასამართლოს მხრიდან, მან კითხვები გაუგზავნა საქართველოს მთავრობას
შემდეგი სტატიაგიგა ლემონჯავა: ელენე ხოშტარიას მეგობრები და თანამებრძოლები პენიტენციურ სამსახურთან ვიკრიბებით და ერთად დაველოდებით მის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას