გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე – დავით კეზერაშვილმა 7 ნოემბერს წინასაომარი მდგომარეობის გამოცხადება ჩემი უშალო უფროსის მეშვეობით დამავალა

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე, პროკურატურის მოწმემ განაცხადა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა, მისი უშუალო უფროსის მეშვეობით, წინასაომარი მდგომარეობის გამოცხადება დაავალა.

პროკურატურის მოწმე გიორგი ტატიშვილი იმ პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსის მოადგილე იყი.

„დამირეკა გენშტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ, მითხრა, რომ მინისტრ კეზერაშვილთან ერთად იყო და უნდა გამომეცხადებინა „მზადყოფნა 2“, რაც შეიარაღებულ გადაადგილებას და წინასაომარ მდგომარეობას გულისხმობს”, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

მისი შეფასებით, მაშინ რუსთაველის გამზირზე არანაირი წინასაომარი მდგომარეობა არ ყოფილა. მოწმის თქმით, ჯარმა განლაგება 7 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. ადგილზე იმყოფებოდა ზაზა გოგავა – გენშტაბის ყოფილი უფროსი, რომელიც ჩიტაძის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან მას ქალაქის რუკებს სთხოვდა.

„მზადყოფნა 2“ მოწმის თქმით, მან ტელეფონოგრამის საფუძველზე გამოაცხადა და ეს წინასაომარი მდგომარეობა ორი დღის შემდეგ მოიხსნა.

7 ნოემბრის აქციის დარბევის ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.

banner
წინა სტატიაშიდადასტურდა ინფორმაცია, რომ მთაწმინდის არჩევნებში კრიმინალური სამყარო ივანიშვილის გუნდის სტრატეგიაა- გიგა ბოკერია
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია – აუცილებელია, დადგეს იმ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც სარალიძის საქმეზე გამოძიება გაამრუდა