გენშტაბის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძე შესაძლოა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეცვალოს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს დეკემბრიდან სავარაუდოდ ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

გენერალ ვახტანგ კაპანაძეს უფლებამოსილების ვადა ნოემბრის ბოლოს ეწურება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე ვახტანგ კაპანაძეს ამ დროისთვის მისი პირველი მოადგილე, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია შეცვლის.

თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ გენერალ კაპანაძეს უფლებამოსილება ნოემბერში ეწურება, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნება, არ ადასტურებენ.

გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია გენშტაბის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით კოტ დ’ივუარის და განას მოქალაქეები დააკავეს
შემდეგი სტატიასაფრანგეთის საელჩოში ხელყუმბარა შეაგდეს