გენშტაბის ინფორმაციით, რუსები სევეროდონეცკის დაცვაში სისუსტეებს ეძებენ და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან

დამპყრობლები აგრძელებენ სისუსტეების ძიებას ქალაქ სევეროდონეცკის დაცვაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერმა განახორციელა შეტევა უკრაინული ჯარების დანაყოფებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.

“მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, პრივოიეს, უსტინოვკას, გორნოიეს და კატერინივკას დასახლებების რაიონებში”, – აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

გენშტაბის ინფორმაციით, შეტევები გრძელდება დონეცკის მიმართულებითაც.

„დონეცკის მიმართულებით მტერმა, კონტაქტის ხაზის გასწვრივ არტილერიის გამოყენების გარდა, სარაკეტო დარტყმა განახორციელა ქალაქ კრამატორსკზე. ლიმანის მიმართულებით მტრის აქტიური მოქმედებები არ შეინიშნებოდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

ხარკოვის მიმართულებით მტერი, თავდაცვის სტაბილურობის გაზრდის მიზნით, ახორციელებს პოზიციების საინჟინრო-საფორტიფიკაციო აღჭურვას. უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შეზღუდვის მიზნით, რუსები ახორციელებენ ინტენსიურ საარტილერიო დაბომბვას უკრაინული დანაყოფების მიმართ.

banner
წინა სტატიაშიდუდა – გაოცებული ვარ პუტინთან შოლცისა და მაკრონის მოლაპარაკებებით – ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის?
შემდეგი სტატიამიკოლაევის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მიკოლაევსა და ზაპაროჟიეს რუსეთის მხრიდან თავდასხმა ემუქრება