გენშტაბი – უკრაინელი სამხედროები წარმატებით აკავებენ მტრის შტურმს სევეროდონეცკში

ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შტურმს ქალაქ სევეროდონეცკში, ბრძოლა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ტოშკივკას დასახლების ტერიტორიაზე რუსული ძალების შეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა.

„მტერი წინსვლასა ცდილობდა უსტინივკას მიმართულებითაც, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა ოკუპანტები მოიგერიეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ოპერატიულ-ტაქტიკური და სამხედრო ავიაციის გამოყენების ინტენსივობა გაზარდა.

„მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან პოკროვსკოეს, ბერესტვოიეს, ზოლოტოე-4-ის, ვრუბოვკას, მაისკოეს, იაკოვლევკასა და დოლომიტნოეს დასახლებების ტერიტორიებზე. ამასთან, პოკროვსკოეს, ვოზროჟდენიესა და იაკოვლევკას დასახლებებზე ავია დარტყმები „კა-52“ ტიპის შვეულმფრენებით განხორციელდა,“- აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ნაგორნოეს დასახლების რაიონში უკრაინელი ჯარისკაცების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, მტერმა უკან, მანამდე დაკავებულ პოზიციებზე დაიხია.

„ავდეევკას, ნოვოპავლევსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შეზღუდვისა და თავდაცვის ძალების რეზერვების სხვა მიმართულებით გადაყვანის თავიდან ასაცილებლად, მტერი ინტენსიურად ბომბავდა ჩვენი ქვედანაყოფების პოზიციებს“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 11 თავდასხმა მოიგერიეს.

„გაანადგურეს მტრის 3 ტანკი, 5 საარტილერიო სისტემა, 2 ჯავშანმანქანა, 13 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის 3 საცავი. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა „ორლან-10“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის პრეზიდენტი რუსეთზე – არანაირი დიალოგი ტერორისტულ სახელმწიფოსთან
შემდეგი სტატიაუკრაინელი ჯარისკაცები წარმატებით აკავებენ შეტევას სევეროდონეცკში