“გენპროკურორის მისამართით ასეთი შეკითხვები არ უნდა არსებობდეს”- ლომჯარია თადუმაძის დიპლომზე გამოძიების დაწყების მომხრეა

ზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისა და ამჟამად მოქმედი გენერალური პროკურორის დიპლომი ისევ განხილვის თემად რჩება. პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორსა და საზოგადოებას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით ნამდვილია თუ არა შალვა თადუმაძის  დიპლომი.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია კითხვებს დამაჯერებელი პასუხები გაეცეს, ნინო ლომჯარიას განცხადებით თადუმაძის პასუხები ჯერჯერობით სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი არაა:

“კითხვები კიდევ არსებობს და ამ კითხვებს დამაჯერებელი პასუხები სჭირდება, ის პასუხები რაც მოვისმინეთ პარლამენტის სხდომაზე ვფიქრობ, რომ არ არის სათანადოდ დასაბუთებული და დამაჯერებელი, ამიტომ მე არაერთგზის მივმართე გენერალურ პროკურორს რომ მოახდინოს მისი დიპლომის ოფიციალური დადასტურება და ხარისხის აღიარება.მე არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ გამოძიება დაიწყოს,იმიტომ რომ კითხვები რჩება პასუხგაუცემელი, ის არის გენერალური პროკურორი, მისი მისამართით ასეთი შეკითხვები არ უნდა არსებობდეს,” განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის თქმით, სავალალოა ის მდგომარეობა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ იპოვა 20 იურისტი, რომელთა განათლებაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა:

“ამ ეტაპზე ჩვენ დავედით ძალიან სერიოზულ ფსკერზე, რომ ვლაპარაკობთ რამდენიმე ადამიანზე თადუმაძე, ერემაძე, თავაძე, რომელთა იურიდიული, საბაკალავრო განათლება დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ქართულმა ოცნებამ მიგვაყენა კუთხეში, ვერ იპოვა 20 ადამიანი, რომელთა იურიდიული განათლება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა. ეს სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაერო-ს ანგარიშში ასახულია პროგრესი
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებების საბჭოს სხდომები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უახლოეს მომავალში განახლდება