გენიოსის სახლი ,,საოცნებო,, ქვეყანაში

2279874,,მიეცით ადამიანს ყველაფერი და ის იმწუთას შეიგრძნობს, რომ ეს ყველაფერი… ყველაფერი არ არის,,

,,ადამიანი, მხოლოდ აღზრდისა და განათლების შედეგად შეიძლება გახდეს ადამიანად,,

რა შუაშია ეს სიტყვები ფოტოზე გამოსახულ სახლთან?! ისეთივე შუაშია, როგორც ჭეშმარიტება, რომელიც არასდროს უკიდურესობაში არ არის…

2279876 ეს სახლი, ისევე როგორც ზემოთ  მოყვანილი ციტატები, ეკუთვნის მსოფლიოში  ცნობილ, უდიდეს გერმანელ ფილოსოფოსს იმანუელ კანტს… ხოლო მიწა, სადაც ეს მოუვლელი და დანგრეული ისტორიული სახლი დგას, ამჟამად რუსეთის საკუთრებაა.

ამ სახლში, რომელიც იმჟამად გერმანიის ქალაქ კიონინსბერგის მიწაზე იდგა,  1724 წლის 22 აპრილს გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი დაიბადა…  კანტმა კიონინსბერგში დაამთავრა გიმნაზია, სწავლობდა ამ ქალაქის უნივერსიტეტში, აქ დაწერა მრავალი ფილოსოფიური ნაშრომი და მათ შორის კოსმოსური ჰიპოთეზა პირველადი ბურუსისგან მზის სისტემის წარმოშობისა, რომელსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს… კანტი მთელი ცხოვრება, გარდაცვალებამდე (1804 წლამდე) ამ ქალაქში მოღვაწეობდა ისე, რომ დიდი  ხნით არასდროს მიუტოვებია საკუთარი სახლი… ის ამ ქალაქის კათედრალურ სობოროსთანაა დასაფლავებული.

Immanuel_Kant_(painted_portrait)ისტორიულმა ქარტეხილებმა კიონინსბერგი რუსეთის კუთვნილებად აქცია და კანტის ქალაქს 1946 წლიდან დღემდე, რუსი კომუნისტი რევოლუციონერი მიხეილ კალინინის პატივსაცემად კალინინგრადი ჰქვია.

კანტის სახლის ფოტოები,  ქალაქ კალინგრადის ოფიციალური საიტიდანაა აღებული.

როგორც რუსული საინფორმაციო წყაროები იტყობინებიან… კანტის სახლი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პატრონაჟის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლია.

 

banner
წინა სტატიაშიკრასნოიარსკში სტალინის ძეგლის დადგმაზე დიდი პოლემიკა გაიმართა
შემდეგი სტატიასენაკის გამგებელი სოფლის პროგრამებს საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებს