გენინსპექციამ ელისო კილაძის შვილის საქმეზე მოკვლევა დაიწყო

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟის დავით ხარშილაძის საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ელისო კილაძე პოლიციელებს თავისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. უწყების ცნობით, პოლიციელები უკვე გამოიკითხნენ, გენინსპექცია სახალხო დამცველს ოფიციალური თხოვნით დღეს წერილობით მიმართავს.
ელისო კილაძის შვილს, რომელსაც გამოძიება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ქრონიკა +“-ის რედაქტორი შვილს, რომელმაც პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის პირად პატიმრად აცხადებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის უფლებამოსილების და არჩევის წესზე იმსჯელებს