გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი ხელშეკრულების ფარგლებში დაჯარიმდა, იმუშავებენ და შენიშვნებთან დაკავშირებით ახალ ვარიანტს წარმოადგენენ

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტ საქართველო“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში დააჯარიმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„თბილისის გენერალური გეგმა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, თითოეული ჩვენთაგანისთვის, ქალაქის განვითარებისთვის და რაც მთავარია, ქალაქის სწორად განვითარებისთვის. დაჯარიმება მოხდა არსებული ხელშეკრულების ფარგლებში და მათ გამოსწორებისთვის 10-დღიანი ვადა მიეცათ. იმუშავებენ და წარმოადგენენ“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი 140 ათასი ლარით არის დაჯარიმებული.

banner
წინა სტატიაში“თქვენმა სიყვარულმა ამატანინა მე ეს სიმძიმე” – ილია მეორე
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ზვიად რატიანის საქმეს განცხადებით ეხმაურება