გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით მიმართა.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს საგამოძიებო უწყება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. საქმე ეხება 20 ივნისის აქციას. პროკურატურა ირწმუნება, რომ პატიმრობა უალტერნატივოა, რადგან არსებობს ბრალდებულის მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე.

საქმეში კი 6 მოწმეა. აქედან 4 შსს-ს და სუს-ის თანამშრომლები არიან. ორი კი მოწმეები, რომლებიც კოკა ყანდიაშვილის ე.წ. ტროლების ფაბრიკასთან არიან კავშირში. გამოძიებისთვის ჩვენების მიცემის სურვილი მათ თავად გამოთქვეს. მოწმეები ამბობენ, რომ მოისმინეს როგორ მოუწოდებდა მელია აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შეჭრისკენ.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინის დედაქალაქს დავუძახოთ ისე, როგოც ქვია – კიივი
შემდეგი სტატიათიბისი სტატუსის იღბლიანი მომხმარებელი ოჯახთან ერთად პარიზის „დისნეილენდში“ მიემგზავრება