6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1985 წელს დაბადებული რ.ჩ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი
განყოფილების უფროსმა, არაგაბარიტული ტვირთების დაცვა-გაცილების
განხორციელებისას, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
კერძოდ, ბრალდებულმა სამსახურში შესაბამისი დოკუმენტაციის შემდგენ პირს
ცრუ ინფორმაცია მიაწოდა ტვირთის გადაადგილების მარშრუტისა და კილომეტრაჟის
შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ოფიციალურ აქტში დამკვეთის სასარგებლოდ
დააფიქსირა უფრო ნაკლები კილომეტრაჟი, რითაც არსებითად დაირღვა სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესი.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად რ.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო
შემდეგი სტატია“უმადური ხალხი” – შალვა პაპუაშვილი ბრიუსელზე, ზელესკისა და მის გარემოცვაზე