6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის – ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სარჯველაძე: “მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს”
შემდეგი სტატიამიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს