გენერალური პროკურორის პოსტი – არსებული ინფორმაციით, თადუმაძეს შოთაძის კადრი, ბაკურ აბულაძე შეცვლის

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძეს, გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის გენერალური ინსპექციის მოქმედი უფროსი ბაკურ აბულაძე შეცვლის.

შალვა თადუმაძე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, სასამართლო სისტემაში ინაცვლებს, ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაშია.

არსებული ინფორმაციით, ბაკურ აბულაძე ირაკლი შოთაძის პირადი კადრია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძემ მთავრი პროკურორის თანამდებობა დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული ხმაურიანი პროტესტის ფონზე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგამოხატვა, რომლის მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა, უკვე კრიმინალია – ომბუდსმენი
შემდეგი სტატიარუსეთის პოლიტიკის განცხადებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტს ჩამოსვლას ვერ ავუკრძალავთ – ცქიტიშვილი გავრილოვის ვიზიტზე