გენერალური პროკურორი მოგმართავთ წინადადებით მისცეთ თანხმობა პატიმრობის თაობაზე ნიკანორ მელიას მიმართ – პროკურორი დეპუტატებს

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეწყვეტა – დეპუტატები სესიაზე კენჭისყრისთვის ემზადებიან. დეპუტატებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო საზედამხედველო სამსახურის უფროსმა მიმართა. ამირან გულუაშვილმა კანონმდებლებს ბრალის დადგენილება გააცნო.

ნიკა მელიამ განაცხადა, რომ თუ ერთ საათში მათ მიერ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა, უნდა გადაენაცვლათ პარლამენტის შენობაში. მათ დაიწყეს სამართალდამცველთა მიმართ ძალადობა და სამართალდამცველების კუთვნილი ნივთების განადგურება. პროკურორი ამტკიცებს, რომ ნიკა მელიას მიერ დაწყებულმა ძალადობრივმა ქმედებამ გამოიწვია, როგორც პოლიციელების, ასევე აქციის მონაწილეების დაშავება.

გულუაშვილის განცხადებით, აუცილებელია ნიკა მელიას პატიმრობა, რადგან არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

„მიტინგის მონაწილეთა შეკრება პარლამენტის სასახლის წინ დაიწყო დაახლოებით 17:00 საათზე და 21:30 წუთამდე მიტინგი ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოქალაქეთა შეკრების დროს დაახლოებით 21:00 საათზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ნიკანორ მელიამ და განაცხადა რომ თუ ერთ საათში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა ყველას ერთად უნდა გადაენაცვლათ უშუალოდ პარლამენტის შენობაში. ვინაიდან ხსენებული მოთხოვნა არ შესრულდა, პარლამენტის სასახლეში შეჭრის მიზნით მიტინგზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და მისი უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ პერიმეტრზე განთავსებული სამართალდამცველების მიმართ ძალადობა,”-განაცხადა გულუამ.

banner
წინა სტატიაში,,პოლიციელები აქციის ღამეს იყვნენ არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას”
შემდეგი სტატიადარბევაში მონაწილე სპეცრაზმელები დასასვენებლად ანტალიაში გაუშვეს