30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

გენერალური პროკურორი გიორგი ჩახუნაშვილზე: ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს – მან არ აღიარა დანაშაული

თუკი ის მიიღებს გადაწყვეტილებას, მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჩვენ შეგვიძლია ის იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი, – განუცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებზე ბრალდებულების საპროცესო შეთანხმებებზე დასმულ შეკითხვაზე.

გიორგი გვარაკიძის თქმით, ჩახუნაშვილმა არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და “ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია”.

„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს – მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია”, – განაცხადა გვარაკიძემ.

banner
წინა სტატიაშიგვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები
შემდეგი სტატიაანტონ უპერზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება