გენერალური პროკურატურა ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე იბარებს

გენერალური პროკურატურა ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე იბარებს. ტელეკომპანია “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია:

“მელაძე “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება”.

შეგახსენებთ, პროკურატურამ ამავე საქმეზე გუშინ “რუსთავი 2-ის” ყოფილი თანამშრომლები გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი გამოკითხა

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პოზიციას აქვეყნებს
შემდეგი სტატიათინა ბოკუჩავა – რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს