გენერალური გეგმის მიხედვით შეზღუდულ არეალებში ძველი ფუნქციური ზონირება დაბრუნდება

თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ მიხედვით არსებული შეზღუდვის არეალები დაკორექტირდა, რის საფუძველზეც შეზღუდულ არეალებში ძველი გენერალური გეგმით არსებული ფუნქციური ზონირება დაბრუნდება.

დადგენილი შეზღუდვები მოიხსნება ტერიტორიებზე: დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთი ტერიტორია, თბილისის ზღვისა და გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე ლისის ტბის, ორთაჭალის ბაღების, აკადემქალაქის, კოჯორი-შინდისისა და ხილიანი-დოლიძის მიმდებარე ტერიტორიები.

თბილისის ურბანულის განვითარების სამსახურის უფროსი ვიქტორ წილოსანი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს თბილისის ზღვის უბნის მოსახლეობას გაესაუბრა და სიახლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ახალი გენერალური გეგმის მიხედვით გარკვეულ ტერიტორიებს შეზღუდვის ზონები დაედო, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთ მიწის ნაკვეთებზე არ ჰქონდთ განვითარების შესაძლებლობა. დღეს შევხვდი თბილისის ზღვის არეალთან დაკავშირებით კონკრეტულ ჯგუფს, თუმცა დედაქალაქში არის სხვა ტერიტორიებიც, სადაც გვხვდება მსგავსი პრობლემა. რეალურად, ყეველას მოეხსნება ეს შეზღუდვები და შეეძლებათ ძველი გენგემით დადგენილი ზონების დაბრუნება,“ – განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.

თბილისის მთავრობის დღევანელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დოკუმენტები უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და მასზე დეპუტატები უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშირუსლან აბაშიძე საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ შესაძლოა, საარჩევნო ბლოკი შექმნან