გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკის” საქმეზე განცხადება გაკეთდება

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკის” საქმეზე განცხადება გაკეთდება. მედიისთვის კომენტარი 14:00 საათზე იგეგმება.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

როგორც „თაიმერს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, – აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარომან კაკულია „თიბისი ბანკზე“- პროკურატურას ალბათ ჰქონდა სათანადო მიზეზი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა