გენერალი გოგი თათუხაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორისგან მასალების მიღებას ითხოვს

გთავაზობთ განცხადებას სადაც გენერალი გოგი თათუხაშვილი, თავისი შვილის, შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მასალების მიღებას ითხოვს საქართველოს გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან:

საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს,
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ბატონო ირაკლი, შეგახსენებთ ჩვენი 2016 წლის 30 იანვრის ინტერვიუდან ფრაგმენტს, რომელიც რუსთავი 2-ის კორესპონდენტს მივეცით სტრასბურგში.
“ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს ამ საქმეში, მათ ოჯახს არაერთხელ მიეცა შესაძლებლობა, რომ გაცნობოდნენ საქმის მასალებს, ეს შესაძლებლობა მათ ახლაც აქვთ“,– განუცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტს სტრასბურგში.

„ არანაირი მასალები და დოკუმენტები ჩვენს ოჯახს და ადვოკატს არ მიგვიღია. პირიქით, დაბლოკილი ვართ და ვერ ვღებულობთ საჯარო ინფორმაციასაც კი სახელმწიფო სტრუქტურებიდან“,-ასე პასუხობს, გოგი თათუხაშვილი მთავარი პროკურორის.  ,,გოგი თათუხაშვილი: დღეს მოვისმინეთ მთავარი პროკურორის კიდევ ერთი ტყუილი მრავალთა შორის! “

ა/წლის 26 თებერვალს ჩემმა ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა მოგმართათ ანალოგიური ტექსტით. 12 მარტს 13/18189 ნომრით თქვენ გაეცით პასუხი-
,,გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე თქვენ არ წარმოადგენდით არც მხარეს და არც დაზარალებულს, შესაბამისად, ვერ მოგეწოდებათ ინფორმაცია.’’

” პროკურატურის თავხედური პასუხი ადვოკატ ზაქარეიშვილს”

ვფიქრობ, მე მხარეცა ვარ და დაზარალებულიც. ასევე მაქვს უფლება მივიღო თქვენგან ქვემოთჩამოთვლილი მასალები.

1. საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის მიერ შალვა თათუხაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ჩატარებული სამსახურებრივი მოკლევის მასალები და დასკვნა.
2. შალვა თათუხაშვილის პირველი დაკითხვის სრული ვიდეო ჩანაწერი, პროკურატურის შენობაში მისი და ადვოკატების გადაადგილება, რაც განხორციელდა 2014 წლის 24 თებერვლს, 15.30 საათიდან , 25 თებერვლის 03.30 საათამდე პერიოდში;
3. მრავალჯერ ნასამართლევი ზურა მეფარიძის საადვოკატო ბიუროდან ადვოკატების მომსახურების ხელშეკრულება და მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შალვას და არც სხვა ოჯახის წევრს ხელშეკრულება არ დაუდია. შესაბამისად, არც საფასური გადაგვიხდია.
4. 2014 წლის 25 თებერვალს, (როდესაც შალვა თათუხაშვილი მიიყვანეს თელეთში მის სახლში,) თელეთის ბენზინგასამართი სადგურებიდან ამოღებულ ვიდეო მასალა. 12.00 სთ-დან 18.00 სთ-მდე პერიოდი;
5. თელეთის ორი ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს – 2014 წლის 17 მარტს 20.00 სთ-დან 18 მარტის 01.00 სთ-მდე პერიოდს;
6. ლილოში მდებარე ღამის ბარის მიმდებარე ვიდეო კამერებიდან ამოღებული მასალა: 2014 წლის 17 მარტს 23.00 სთ-დან 18 მარტის 07.00 სთ-მდე;
7 ,,ტაქსის’’ ნომერი და მძღოლის გვარ-სახელი. (რომლითაც შალვა ლილოს ბარში მიიყვანეს.) ,,ტაქსის’’ მოძრაობის ვიდეო ჩანაწერები ქალაქში განთავსებული ვიდეო კამერებიდან.
8. 2014 წლის 17 მარტს 23.00 სთ-დან 18 მარტის 07.00 სთ-მდე ლილოს და ისანი-სამგორის პოლიციების საკონტროლო გამშვები პუნატებიდან ამოღებული ვიდეო მასალა;
9. მოწმის დაცვის სამსახურის შენობიდან, რომელიც განთავსებულია სამინისტროდან მოშორებით, ამოღებული ვიდეო მასალა 2014 წლის 18 მარტს 07.00-დან 10.00 საათამდე.
10. შალვა თათუხაშვილის ქ. თბილისის პროკურატურაში 2014 წლის 18 მარტს ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა შენობაში შეყვანიდან გამოყვანამდე, გადაადგილება და დაკითხვის პროცესი – 10.00 სთ-დან 23.00 სთ-მდე პერიოდი.
11. თელეთის ორი ბენზინგასამართი სადგურიდან ამოღებული ვიდეო მასალა, რომელიც ასახავს 2014 წლის 3 აგვისტოს 16.00 სთ-დან 4 აგვისტოს დილის 12 საათამდე პერიოდს.
12. გოგი თათუხაშვილის სახლიდან თქვენს მიერ ამოღებული ვიდეოკამერების ჩანაწერები.
13 საქართველოს გენერალური პროკურატურა ადასტურებს, რომ შალვა თათუხაშვილი დაკითხვებზე იმყოფებოდა ქალაქ თბილისის პროკურატურაში მხოლოდ 1014 წლის 24 თებერვალს და 18 მარტს. მოგვაწოდოთ ჟურნალის ასლი, სადაც ზემოთაღნიშნული არის დაფიქსირებული.
14 ასევე შალვა თათუხაშვილის ახსნა განმარტებაში, რომელიც თქვენ დააწერიეთ, აღნიშნულია, რომ ის პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა 25 თებერვალსაც. რასაც დღემდე ჯიუტად უარყოფთ. გთხოვთ მოგვცეთ 25 თებერვალს პროკურატურაში შემსვლელ გამომსვლელთა სიის ასლი იგივე ჟურნალიდან, ან თქვენი ვერსიის თანახმად რომელ ტყეში დაკითხეთ შალვა და სად არის დაკითხვის ოქმი.
15 შალვა თათუხაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი მოწმის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაში ჩასმაზე.
16 თქვენ ვალდებული იყავით შალვას დაცვის პროგრამაში ჩასმისთანავე შეგეტყობიებიათ ოჯახის წევრებისათვის. მიუხედავად ჩემი მრავალგზისი განცხადებისა, თქვენ ეს არ გაგიკეთებიათ. თქვენ მხოლოდ შალვას დაღუპვის შემდეგ, პრესის საშუალებით გაავრცელეთ ინფორმაცია, რომ შალვას ძმა, მიხეილ თათუხაშვილი იქნა გაფრთხილებული ზემოთ ნათქვამის შესახებ. რასაც მიხეილ თათუხაშვილი, ჩემი მეორე ვაჟი, უარყოფს. გთხოვთ გამომიგზავნოთ დოკუმენტის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ მიხეილ თათუხაშვილი, ან ოჯახის სხვა წევრი თქვენს მიერ ოფიციალურად იქნა გაფრთხილებული შალვა თათუხაშვილის ,,მოწმის დაცვის’’ პროგრამაში ჩასმის შესახებ.

ცნობისთვის, შალვას მკვლელობის 15 მოწმეს აქვთ მიღებული პოლიტთავშესაფარი ევროპაში და ამერიკაში. ორი სრულიად ჯანმრთელი მოწმე მოულოდნელად დაიღუპა.
აქვე მინდა ყველა მოწმე გავაფრთხილო, რომ დატოვონ საქართველო, რათა მათ არ დაემართოთ ,,სუნთქვის მწვავე უკმარისობა’’, ..ცეროზი’’, ,,ფილტვების ანთება ფილტვების გაჩერებით’’ , ,,ანევრიზმა’’ და ა.შ.

უღრმესი პატივისცემით, გოგი თათუხაშვილი.

To the chief prosecutor of Georgia Irakli Shotadze,
S t a t e m e n t

Mr. Irakli, we remind you some part from our interview recorded in January 30, 2016, which we gave to a Rustavi-2 correspondent in Strasbourg.
“We have absolutely nothing to do with the task, they will have such an opportunity,” said the chief prosecutor Irakli Shotadze, a Rustavi-2 correspondent in Strasbourg,
“There is nothing. On the contrary, we blocked the state post from the new power structures, “said Gogi Tatukhashvili to the chief prosecutor.

,, Today we have heard one more lie of Chief prosecutor among many others!”

On February 26, my lawyer Irakli Zakareishvili addressed you with a similar text. 12 March 13/18189 you answered the answer – “Please keep in mind that you are not a participant or victim of a criminal case, so you will not be able to obtain information.”

,,The impudent response of the prosecutor’s office to lawyer Zakareishvili.”

I think that I am a side and a victim at the same time. So I have the right to get from you the materials below.

1. Materials and conclusion of the seminar on the murder of Shalva Tatukhashvili by the General Inspectorate of the Prosecutor’s Office of Georgia.
2. Full video of the first interrogation of Shalva Tatukhashvili, his and his lawyer s movement in the building of the prosecutor’s office, which took place on February 24, 2014, from 15:30 to 03:30.
3. Many times convicted of attorney services from Zura Meparidze’s Attorney Bureau and a receipt confirming payment of service fees. Shalva and other family members did not sign a contract. Consequently, we did not pay any fee.
4. On February 25, 2014 (when Shalva Tatukhashvili was taken to his house in Teleti), the footage was removed from the Teleti gas station. From 12.00 till 18.00
5. Video recording taken off the refueling of the Teleti NPP, which reflects the period from March 20, 2014 to 13:00 on March 20, March 18;
6. Materials taken from the video cameras adjacent near the night bar in Lilo: March 17, 2014 from 23.00 to 18 March 07.00;
7. Taxi number and driver’s name (which delivered Shalva to the Lilo bar.) Video of the “taxi” movement from video cameras located in the city.
8. Videos from the Lilo and Isani-Samgori checkpoints from 23 March 2014 to 07.00 on 17 March 2014;
9. From the Ministry of Internal Security, which is away from the Ministry, a video made from March 18, 2014 to 07:00 until 22:00.
10. Shalva Tatukhashvili’s enter and leave_ video in the Prosecutor’s Office of the Tbilisi on March 18, 2014, the process of movement and interrogation – from 10.00 till 23.00.
11. The video was taken off the refueling of the Teleti gas power station, which reflects the period from 4 pm to 4 August 2014 until 12:00.
12. Records of video cameras taken from the house of Gogi Tatukhashvili.
13 The Georgian Prosecutor General’s Office confirms that Shalva Tatukhashvili was presented at the Tbilisi Prosecutor’s Office only on February 24 and March 18, 1014. Give us a copy of the official magazine, where is written above mentioned.
14 In the explanation of Shalva Tatukhashvili, you mentioned that he was on February 25 at the prosecutor’s office for interrogation. Which is still stubbornly denied. Please provide us with a copy of the list of witnesses sent to the prosecutor’s office on February 25 of the same magazine, or in your version about which forest took place Shalva’s interrogation and where the record is.
15 The signed document by Shalva Tatukhashvili confirming the entrance in Special Program for the State Witness Protection.
16 You had to inform about protection program for Shala’s family members. Despite my several appeal, you never referred to this question. You spread the wrong information through the press and internet as if Shalva’s Brother -Mikheil Tatukhashvili was warned about this program. The second son, _ Mikhail Tatuakhashvili, refuses above written _there is no document confirming that Mikheil Tatukhashvili or another member of the family was officially warned about Shelva Tatukhashvili s program “State Security guard”.

In fact, 15 witnesses to the slaughter of Shalva received political asylum in Europe and America. Two absolutly healthy Witnesses suddenly had died.
I would like to warn all of the witnesses to leave Georgia so that they do not have “respiratory insufficiency,” “cirrus,” “pneumonia,” “aneurysm,” etc.

With deepest respect, Gogi Tatukhashvili.

banner
წინა სტატიაშირატომ უწოდა კახა მიქაიამ კობახიძის ბრიფინგს “ისტორიული”?
შემდეგი სტატიალეილა აბაშიძე უკვე ქართული კინოს ისტორიის კუთვნილებაა