გენერალი გოგი თათუხაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს

შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას!

პირადად თქვენ,  ბატონო გიორგი გახარია,  ჩემი შვილის მკვლელობაში, მოწმეების გატაცება- წამებაში, საგამოძიებო მასალების, ნივთმტკიცებების  ფალსიფიცირება-განადგურებაში პირდაპირი დამნაშავე არა ხართ. არ მიგიძღვით წვლილი, რადგანაც მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრად არ მუშაობდით.  თუმცა, აღნიშნული დანაშაულობების ,,სამართალმემკვიდრე’’  ბრძანდებით და ჩემთვის ქვემოთ მოყვანილ განცხადებაზე პასუხის გაუცემლობით, იმყარებთ დანაშაულში თანამონაწილის სტატუსს. საზოგადოებისათვის  თქვენ უკვე ისედაც ბევრ კითხვაზე გაქვთ პასუხი გასაცემი. გირჩევთ, შალვას მკვლელობის საქმეში  ნუ დაიდებთ წილს !  ჩემს განცხადებაში არაფერი საიდუმლო და  უკანონო არაა  მოთხოვნილი. შესაბამისად, პასუხი ადვილი გასაცემია. ნებისმიერი  მინისტრი ამ გახმაურებულ საქმეზე მაქსიმუმ ერთ თვეში გამცემდა პასუხს. სამი თვეა ველოდები პასუხს !

   როგორც რუსეთის მოქალაქე ნებართვას ელოდებით პუტინისა და ივანიშვილისგან?

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას.

გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში მცხოვრები

 გოგი თათუხაშვილის პ/ნ 12003000407

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 24 თებერვალს შალვა თათუხაშვილი პროკურატურაში იყო დაბარებული. სადაც მივიდა დაკითხვაზე 15.30 საათზე და იქიდან იქნა გატაცებული 25 თებერვალს, დილის 03.30 საათზე. ამას ადასტურებენ ჩემი ოჯახის წევრები და პროკურატურასთან მისული მოწმეები. პროკურატურა ამ ფაქტს გამოეხმაურა და უარყო. განაცხადა, რომ დიახ, შალვა თათუხაშვილი იმყოფებოდა დაკითხვაზე 16.00  საათიდან 21.00  საათამდე და მერე პროკურატურის შენობა დატოვაო.  ამავდროულად,  ოჯახის წევრებზე და მოწმეებზე დაიწყო ზეწოლა, რათა გადაეთქვათ თავიანთი ჩვენება და დაედასტურებიათ პროკურატურის ვერსია, რაზეც არავინ დათანხმდა და თითქმის ყველას მოუწია დაეტოვებია საქართველო. მხოლოდ შალვა თათუხაშვილის მკვლელობის შემდეგ გახდა პროკურატურა იძულებული ეღიარებია, რომ შალვა თათუხაშვილმა 21.00 საათზე კი არ დატოვა პროკურატურა, არამედ 3.30 საათზე, სამი ჯიპით, სპეცსამსახურების მიერ პროკურატურიდან იქნა მოტაცებული.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ სრული ინფორმაცია იმ სამი მანქანის შესახებ, რომლითაც 25 თებერვალს 3.30 საათზე მოიტაცეს შალვა თათუხაშვილი პროკურატურიდან. შემდეგ იმავე დღის მეორე ნახევარში სოფელ თელეთში, სახლში ბორკილებით მიიყვანეს, მოაწყვეს გაქცევის ინსცენირება და კვლავ მოიტაცეს. იგივე განმეორდა ლილოს ღამის ბარის ეპიზოდში 17-18 მარტს, სადაც შალვა მიიყვანეს და ათ წუთში აიყვანეს, ასევე 3-4 აგვისტოს ეპიზოდებში.

ა. ბრძანების ასლი, აღნიშნული მანქანები თუ რომელ სამსახურზე და რომელ მძღოლზე იყო მიმაგრებული.

ბ. ამონაწერი სატრანსპორტო ჟურნალიდან 24 -25 თებერვალს, 17-18 მარტს, 3-4 აგვისტოს აღნიშნული მანქანების გასვლა-შემოსვლის შესახებ.

გ.   აღნიშნული მანქანების საგზურების ასლები 24-25 თებერვალს, 17-18 მარტს, 3 და 4 აგვისტოს.

დ. ,,ტაქსის’’  ნომერი და მძღოლის გვარ-სახელი, რომლითაც შალვა ლილოს ბარში მიიყვანეს.  ,,ტაქსის’’ მოძრაობის ვიდეო-ჩანაწერები ქალაქში განთავსებული ვიდეო კამერებიდან.

  ჩვენს მიერ დადგენილია, რომ სამიდან მხოლოდ ერთი,  ML-ის მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა, ოპერატიული ნომრით  BAM-77 ეკუთვნოდა მოწმეთა დაცვის სპეციალურ დანაყოფს,  რითიც შალვა რამდენიმე ეპიზოდში გადაადგილდებოდა. დანარჩენი ორი შავი ჯიპი კი იყო სხვა სპეცსამსახურების.

საიდუმლო ამ მასალებში არაფერია, რადგანაც პროკურატურამ თავისთვის სასურველი ჩვენებები გამოაქვეყნა და დამონტაჟებული ვიდეო მასალაც განათავსა ინტერნეტში.  მასალები გთხოვთ გაუგზავნოთ ჩემს ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს.

    პატივისცემით, გენერალლეიტენანტი გოგი თათუხაშვილი.

10.04.2018

 

To Minister of Internal Affairs of Georgia, Mr. Giorgi Gakharia!

You personally, Mr. George  Gakharia, you are not directly guilty of my son’s murder, the abductions and torture of witnesses, falsification of physical evidence and investigation materials. You did not need to contribute, because then you did not work as the Minister of Internal Troops. However, these crimes are “legal heirs” and are not those who respond to the statement below, following the status of an accomplice in a crime. You have to answered lots of questions to the public. I advise not to be a part of Shalva’s murder! In my application, nothing is classified, and nothing is illegal. Consequently, the answers are easy. Any minister would give concrete answers to above case maximum in a month. I’ve already been waiting three months!

   As a Russian citizen are you  awaiting for  permission from Putin and Ivanishvili?

 

 

 

To Minister of Internal Affairs of Georgia, Mr. Giorgi Gakharia.                                                                                                                                                                              Gogi Tatukhashvili (I / N 12003000407), who lives in the village of Teleti in the Gardabani district

 

                                         S t a t e m e n t

We inform you that on February 24, 2014  Shalva Tatukhashvili was summoned to the prosecutor’s office. Where he was interrogated from  15:30  and was kidnapped on February 25 at 03:30. This is confirmed by members of my family and other witnesses who came to the prosecutor’s office. The prosecutor’s office reacted to this fact and denied it.

They acknowledged that Shalva Tatukhashvili was indeed in interrogation from 16:00 to 21:00, and then left the building of the prosecutor’s office.

At the same time, family members and other witnesses were pressured to confirm the version of the Prosecutor’s Office. Nobody agreed to change the testimony, and most of them had to leave Georgia.

Only after the murder of Shalva Tatukhashvili, the prosecutor’s office had to admit that Shalva Tatukhashvili did not leave the prosecutor’s office at 21:00, but at 03:30 the security services captured him by three Jeeps.

Please, provide us with full information about the three cars that took Shalva Tatukhashvili on February 25th   at 15:30 from the Prosecutor’s Office. Then, in the second half of the same day, they brought Shalva  with handcuffs to the village of Teliti.  They staged “scenery “of escape and kidnapped him  again. The same thing was repeated in the episode of Lilo’s Night Bar on March 17-18, where Shalva was taken, and 10 minutes later the “caught” him as a criminal.  Similar took place in the episode on August 3-4.

Please provide the following documentation:

  1. A copy of the official order – to which service(department) and drivers are attached these machines?
  2. Extract from the Journal of Transport on the dates indicated bellow- the coming and leave of  these cars: February 24-25; March 17-18; 3-4 of August.
  3. Copies of the official tickets for these cars – February 24-25, March 17-18 and August 3-4;
  4. “Taxi” registration number and the name of the driver (which was delivered to the Lilo night bar), a video of “taxi”’s movement taken from video cameras located in the city.

It is noteworthy that we have only one ML-3 car with the registration  number  BAM577 belonging to the Special Protection Department (with which  Shalva could move in several episodes), while the other two black Jeeps belonged to other special services.

In these materials there is nothing secret, because the prosecutor’s office has already released  own advisable  testimonies and posted video  materials on the Internet.

 

Please send requested materials to my lawyer Irakli Zakareishvili.

 

                             Yours faithfully, General -Lieutenant  Gogi  Tatukhashvili.

10/04/2018

 

 

banner
წინა სტატიაშიპუტინი და ტრამპმა აპირებენ “ისაუბრონ ყველაფერზე, რაზეც მოესურვებათ”
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით თარჯიმანი დააკავეს