გენერალი გოგი თათუხაშვილი განცხადებას ავრცელებს

სტრასბურგში მაცხოვრებელმა ქართველმა ემიგრანტებმა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი 10 დღიანი აქციების გამართვა დაგეგეს, რაც ოფიციალურად შეათანხმეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან. აქციები დღეიდან, 1 ივნისიდან, ყოველდრიურად 16:00 საათზე გაიმართება 10 ივნისის ჩათვლით.

განცხადება საპროტესტო აქციების დაწყებასთან დაკავშირებით , გენერალმა გოგი თათუხაშვილმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

მივმართავ სტრასბურგელებს და აქციებზე დამსწრე მსურველ საფრანგეთის ემიგრანტებს!

————————————————————————————————————————————–

დღეიდან ვიწყებთ აქციებს სტრასბურგში, ვიკრიბებით ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს წინ 16:00 საათზე.

აქციების მიზანია სოლიდარობა გამოვუცხადოთ ზაზა სარალიძეს და ყველა შვილმოკლულ მშობელს, რათა გამოძიებული იქნას ყველა ანალოგიური დანაშაული და დასჯილი იქნეს ყველა დამნაშავე და დანაშაულის დამფარავები!

მოვითხოვთ, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას!

გენერალი გოგი თათუხაშვილი

banner
წინა სტატიაში„დაინგრეს სისტემა“ – ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან
შემდეგი სტატიამესტიაში კორეელი ტურისტი გააუპატიურეს