გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე, გიორგი ჭანტურია ხელმეორედ დააკავეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ დააკავეს.
როგორც დაკავებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახლის სარდაფიდან, ტახტიდან სამი ავტომატი ამოიღეს.

„ტახტში ეს იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია“, – განაცხადა ადვოკატმა.

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია რამდენიმე საათის წინ დააკავეს. რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე მოკლული 15 იანვარს იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია მალევე დააკავეს, თუმცა, ბრალის წარდგენის გარეშე, 18 იანვარს გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაჭანტურიას სახლიდან სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღეს