გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე – ჭანტურიას ადვოკატის ბარლდებებს რუსთავის მერი პასუხობს

რუსთავის მერი გენერალ ქუთათელაძის საქმესთან დაკავშირებით გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს. რუსთავის მერი მის მიმართ გაჩენილ კითხვებს აბსურდულს უწოდებს.

ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ მას არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ წარმომადგენელი დანიშნოს ბაზარში. რაც შეეხება მის ბაზრის ტერიტორიაზე ყოფნას, ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ ცხელ ხაზზე ხშირად შედის ზარები და მას უწევს სხვადასხვა ადგილზე გასვლა.

„მერიის ცხელი ხაზი მუშაობს და ძალიან ხშირად გვიწევს ადგილებზე გასვლა. რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა იყო და ადგილზე ვიმყოფებოდი,” – აცხადებს ირაკლი ტაბაღუა.

ის მოუწოდებს გიორგი ჭანტურიას ადვოკატს გამოითხოვოს დოკუმენტაცია და ნახოს რის საფუძველზეა დანიშნული იურისტი, რომელსაც ალექსანდრე კობაიძე მის ნათესავად მოიხსენიებს.

შეგახსენებთ, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვს გიორგი ჭანტურიას ადვოკატს. მისთვის გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ დაკითხეს რუსთავის მერი და რატომ იმყოფებოდა ის მკვლელობიდან ნახევარ საათში შემთხვევის ადგილას, ე.წ. სტამბოლის ბაზარში.

ასევე ადვოკატი ინტერესდება, რის საფუძველზე დანიშნა ბაზარში წარმომადგენლად რუსთავის მერმა მისი რძლის ბიძა. ადვოკატი რუსთავის მერის დაკითხვას ითხოვს.

ამ ბაზრობის 15%-იანი წილი სწორედ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი – არ დავუშვებთ, რომ კრიმინალმა ძალა მოიკრიბოს
შემდეგი სტატიასაკრებულოს ოპოზიცია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორს გადადგომას ურჩევს