გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – გიორგი ჭანტურიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ყოფილ პროკურორს გამოძიება განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

სამართალდამცველებმა ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას 3 ავტომატი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებს იარაღის ჩადებაში ადანაშაულებენ ჭანტურიას ოჯახის წევრები და ადვოკატები.

„სასამართლო განჩინება მისი დაკავების შესახებ ჩემთვის არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ გიორგი ჭანტურია თანამშრომლობდა გამოძიებასთან. ღია იყო მასმედიის საშუალებითაც. რამდენიმე ადამიანი ადასტურებს რომ გიორგი ჭანტურია თუ როგორ შუაშია ამ ყველაფერში. მოწმეებზე ზემოქმედება ცალსახაა,“-განაცხადა გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი – სროლა ვარკეთილში
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ჟურნალისტებისთვის მთავრობის სხდომების გახსნას ითხოვს