გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა – ჭანტურიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ.

ბრალდებულის თხოვნა, რომ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ, სასამართლომ არ გაითვალისწინა.

გადაწყვეტილება ჭანტურიას უფლებადამცველებმა გააკრიტიკეს და მას უსამართლო უწოდეს.

„სასამართლომ გიორგი ჭანტურიას წაართვა მართლმსაჯულების უფლება. შესაბამისად დღესდღეობით საქმე არსებით განხილვაზეა გადაცემული“-აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე გვრიტიშვილის წინააღმდეგ – სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდება
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ გადაყავთ