საქართველოს პრეზიდენტი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, გენერალთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა განიხილა.
ნატოში ინტეგრაცია საქართველოსთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ევროკავშირში ინტეგრაცია. დღეს გენერალ კრისტოფერ კავოლისთან განვიხილე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზა, წინსვლა და თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში”- წერს ზურაბიშვილი.