გენდერული უთანასწორობა საქართველოს პარლამენტში მაღალი ალბათობით გაიზრდება – NDI-ი ქალი კანდიდატების მონაწილეობაზე

8 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეროვნულ-დემოკრატიულმა
ინსტიტუტმა (NDI) საარჩევნო პროცესებში ქალი კანდიდატების მონაწილეობა გაანალიზა.

NDI-ის ინფორმაციით, ამჟამად, ქალები საქართველოს პარლამენტის წევრების მხოლოდ 12% შეადგენენ, რაც ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე 25.8%-ით ნაკლებია.

„საქართველო ქალების პოლიტიკური მონაწილეობის მონაცემით, მსოფლიოს 194 ქვეყნიდან 147-ე ადგილს იკავებს. გენდერული უთანასწორობის დაძლევისთვის მხოლოდ პარტიების კეთილ ნებაზე დაყრდნობა არ არის საკმარისი. ეს უთანასწორობა მაღალი ალბათობით შემდეგ პარლამენტში გაიზრდება, რადგან ყველაზე დიდ და პოპულარულ პარტიებს ყველაზე ცოტა ქალი კანდიდატები ჰყავს წარდგენილი“, – ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემებით, პარტიების მიხედვით, ქალი კანდიდატების რაოდენობა საარჩევნო სიაში მხოლოდ 37%-ს, ხოლო მამაკაცი კანდიდატების 63%-ს შეადგენს.

კერძოდ, „დემოკრატიული მოძრაობის“ საარჩევნო სიაში ქალები 41%-ს, „ლეიბორისტული პარტიის“ – 40%-ს, „პატრიოტთა ალიანსის“ – 38%-ს, „რესპუბლიკური პარტიის“ სიაში – 34%-ს, „თავისუფალი დემოკრატების“ – 33%-ს, „მრეწველების“ – 33%-ს, „ეროვნული ფორუმის“ – 32%-ს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 25%-ს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 20%-ს, ხოლო „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში ქალი კანდიდატები მხოლოდ 12%-ს იკავებენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი : ვიდრე ბიძინა ივანიშვილი სამარცხვინო ფორმებით გამოაგდებდა კოალიციიდან დავით უსუფაშვილს, მას დითირამბებს უმღეროდა
შემდეგი სტატიასააკაშვილი საქართველოში ჩამოსასვლელად ვარცხნილობას იწესრიგებს