გენდერული ბალანსი და პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის პრობლემა – საია-ს კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკაში გენდერული ბალანსისა და ქალთა ჩართულობის პრობლემაზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებას დღეს კვლევას გააცნობს, სადაც ამ მიმართულებით პრობლემებსა და მოგვარების გზებზეა საუბარი.

საია-ში აცხადებენ, გენდერული ბალანსის დასაცავად აუცილებელია განხორციელდეს საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს პოლიტიკაში ქალთა უფრო მეტ მონაწილეობას.

მათივე განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკური პარტიების სიები გენდერულად დაბალანსებული იყოს.

„წარმოდგენილი საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალების უფრო მეტად ჩართულობას და წარმომადგენლობას შემდგომ პარლამენტში. ასევე მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ შიდა პარტიული დემოკრატიის კუთხით არის სამუშაო და საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები, ცნობიერების ამაღლების კამპანია განხორციელდეს და კომპლექსურად მივიღოთ ის, რომ გაუმჯობესდეს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა,“-განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე : სახელმწიფომ უნდა დაანებოს თავი ილუზიას, რომ ის უკეთესად მართავს, ვიდრე კერძო სექტორი