“გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ…” – გიორგი მასხულია პრემიერის ცოლის ჩაცმულობაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მზიურის განახლებული პარკის გახსნაზე საზოგადოების წინაშე უკვე მეორედ გამოჩნდა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.
პირველად ეს მოხდა სენაკში 2019 წელს, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში აღდგომის დღესასწაულზე. ის, რომ პრემიერ-მინისტრის პირადი ცხოვრება მუდამ ყურადღების ცენტრშია, არ არის ახალი ფაქტი.
გახარიას მეუღლე, 37 წლის მარიკა ფანცულაია, „ავერსის” კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე მუშაობს. მათ ჰყავთ ერთადერთი ქალიშვილი ანა. მარიკა ფანცულაიას მზიურის გახსნაზე ჭრელი, დახურული და მუხლს ქვემოთ კაბა ეცვა, რომელიც დიზაინერებს თვალთახედვიდან არ გამოპარვიათ.”თაიმერთან” ახალგაზრდა დიზაინერი გიორგი მასხულია ამბობს, რომ პრემიერის მეუღლის ჩაცმის სტილმა დიდად ვერ მოხიბლა.
“მიუხედავად იმისა, რომ ის დედაჩემის კლასელის შვილია და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონია, ჩაცმულობით დიდად ვერ მომხიბლა. ყველას მისი შეხედულება და გემოვნება აქვს. ზოგადად, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ვფიქრობ, პრემიერის მეუღლე ცოტა სხვა სტილში უნდა გამოჩენილიყო საზოგადოების წინაშე. ეს ჩემი აზრია, როგორც დიზაინერის. უფრო კლასიკური სტილით ჩავანაცვლებდი“, – თქვა მან.
თუმცა, მთავარი, რაც ამ წყვილს გამოარჩევდა მზიურის გახსნაზე, გახლდათ მათი უშუალობა და ერთმანეთის მიმართ უზომო პატივისცემა, რაც ყველასთვის თვალშისაცემი იყო.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: სიის შედგენა, ერთ პარტიაშიც კი, ნგრევისა და დაპირისპირების საფუძველია
შემდეგი სტატიაილია მეორე: ჩვენთან არს ღმერთი