“GEM fest”-ის ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

ანაკლიაში, ფესტივალ “GEM fest”-ის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული ფ.ა. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
შსს-ცნობით, სამართალდამცველებმა ფ.ა.-ს დაკავების ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სავარაუდოდ, ნარკოტიკის შემცველი: 7 აბი და აბის ნატეხები, 1 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი და 2 შეკვრად დაფასოებული ნივთიერება.

პოლიციამ ანაკლიაში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ამოიღო სხვადასხვა ფერისა და დასახელების 51 აბი და აბის ნატეხები.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ნარკოლოგიური შემოწმებისას, დაკავებულს ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაში,,რუსეთის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინა”
შემდეგი სტატიაბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს