გელოვანის გამზირზე ავარიის შედეგად 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა

მარშალ გელოვანის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30-წლამდე ასაკის მამაკაცი დაშავდა.

სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებული ქვეითი იყო. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია საგზაო შემთხვევა.

ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, დაშავებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მას კისრის ტრავმა აქვს მიღებული და თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოს მძღოლის ადვოკატი – არავითარი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ სასწრაფო დახმარების პერსონალი უზრუნველყოფილი იყოს დასვენებით
შემდეგი სტატია,,გოგიჩაიშვილს, ბესელიას და კობერიძეს ვურჩევ, ნუ აწვდიან საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში”