გელბახიანი სააკაშვილთან შეხვედრაზე: თანხმობა მივეცი ჩავერთო სამართლებრივ პროცესებში

ჩვენი საუბრის ერთი ნაწილი ეხებოდა სწორედ სამართლებრივ პრობლემებს. ასევე, მას აინტერესებდა ამ სამართლებრივი პროცესების დაწყებიდან იქნება თუ არა ჩემი მზაობა, რომ ჩავერთო პროცესებში, რაზეც თანხმობა მივეცი – განცხადა ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მან ცოტა ხნის წინ დატოვა რუსთავის მე-12 დაწესებულება და მესამე პრეზიდენტის გზავნილი წაიკითხა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებს მიმართა.

„თვითონ არის სულიერად მხნედ, მაგრამ დასუსტებულია დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული. ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა რომ თანხმობა იქნეს მიღწეული პირველ რიგში ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შემდეგ ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა და ასეთ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი სასიკეთოდ, რაც ხალხს და საქართველოს სჭირდება. ხალხი თვითონ არის თავისი ბედის გადამწყვეტი. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტი პოზიცია, რომელსაც აცნობიერებს სწორედ ამ კუთხიდან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ისინი უნდა იდგნენ ქართველ ხალხთან ერთად და მათ შორის, მაგალითს აძლევს ის თავისი პირადი ქცევით, რომ ასეთი თავგანწირვით არის შესაძლებელი, რომ ხალხს რწმენა შევძინოთ, რომ ეს ბრძოლა ღირს – ეს არის მისი პოზიცია” – ამბობს გელბახიანი.

წინა სტატიაშიიოსელიანი – ვინც ბოიკოტს აცხადებს, ხელფასზეც უარი უნდა თქვას
შემდეგი სტატიასანდრო რაქვიაშვილი: იცით, როგორი ბოიკოტია? – სასაცილო