“ქრონიკა+”-ის რედაქტორის, ელისო კილაძის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ე.წ ქოლ-ცენრების საქმეზე დაკითხული 4 პირს ჩვენებებში ძალიან ბევრი წინააღმდეგობაა.
მისი თქმით, ოთხივე მათგანის ჩვენება არის სხვადასხვა:
“ქოლცენტრების თემაზე დაკითხული პირების ჩვენებებში იმდენი წინააღმდეგობებია…მე გვარებს ვერ ვამბობ, 4 პირზე მაქვს საუბარი, ოთხივეს ჩვენება სხვადასხვაა და არც ერთი არ ემთხვევა ერთმანეთს. მოვა ამის დროც, სასამართლოზე როდესაც დავიწყებთ ჩვენებების შემოწმებას ვინ რა თქვა, თავად ისინიც მოვლენ და ვნახოთ ერთი რას იტყვიან იქ.
გარდა იმისა, რომ მე ელისო კილაძის ადვოკატი ვარ რაღაცები ხომ ვიცი იმაზე მეტი ვიდრე ვიღაც სხვამ. მე მქონდა ამ საკითხთან შეხება. ხომ შეიძლება, რომ ზომა გეყოს უსინდისობის, მაგრამ თავი რომ გადაირჩინო, კაცი, მამაკაცი კადრულობ იმას რასაც კადრულობ.
ეს მათ თავის გადასარჩენად გააკეთეს, 10 მილიონი მოიპარეს და გარეთ არიან. ფაქტი ხომ სახეზეა, რომ ისინი არ არიან დაპატიმრებულები და გარეთ არიან. რისთვის მისცეს ჩვენებები თუ შედეგის მიღწევა არ უნდოდათ ისე, რომ ყოფილიყვნენ გარეთ და შერჩენოდათ ის ფულები. ახლა მათ შერჩათ ქონება, ფული, ამდენი რესურსი სამომავლო ცხოვრებისა და ელისო კილაძეა დაჭერილი. სირცხვილია ეს და სხვა არაფერი.
ოთხმა უნამუსო კაცმა ქალს დაადო ხელი, ქალი დაიჭირეს და თვითონ გარეთ არიან“ – ამბობს ადვოკატი ვალერი გელბახიანი














