გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს

გელათის სამონასტრო კომპლექსში იუნესკოს ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს. ერთი კვირის განმავლობაში მათ როგორც ტაძრის შიგნით, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

კულტურის მინისტრის მოადგილის კახა სიხარულიძის განმარტებით, სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა კედლის მხატვრობასა და ფერწერასთან, ასევე გადახურვასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, მათი იტალიაში დაბრუნებისთანავე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარების შემდეგ ექსპერტები დასკვნას და რეკომენდაციებს გადმოგზავნიან. სწორედ ამის შემდეგ სამინისტრო შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავს.

იუნესკოს ექსპერტების და სპეციალისტების ორი ჯგუფი საქართველოში კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშითავდასხმა პრესის ჯიხურის გამყიდველზე – ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიადიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს