გელათის კომპლექსის მთავარ ტაძარზე სამუშაოების სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანიები 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ

კულტურული მემკვიდროების სააგენტოს განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე შექმნილი ვითარების გამოსასწორებელ ღონისძიებებს დღეიდან სხვა კომპანია განახორციელებს.

სააგენტოს განცხადებით, პრევენციული ქმედებების ფარგლებში ჩატარებული სამუშაოებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო, შემსრულებელ კომპანიებს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს” და “იკორთა 2007”-ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები განესაზღვრათ, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი ძეგლის გათვალისწინებით 12000 – 12000 ლარს მოიცავს.

“სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ გასულ წელს გაცემული გაფრთხილების მიუხედავად შემსრულებელმა კომპანიებმა ამ დრომდე ვერ უზრუნველყვეს სანებართვო პირობების გადაცდომით შესრულებული სამუშაოების შედეგების გამოსწორება, რაც მთელ რიგ კონსტრუქციულ ელემენტებზე გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ითვალისწინებდა”, – წერია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების მიზეზით, 18 იანვარს მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფერდზე ქარის შედეგად დროებითი გადახურვის ფრაგმენტი აძვრა.

banner
წინა სტატიაშიმოგიწოდებთ, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა გამოჩნდება – მეუფე ნიკოლოზი
შემდეგი სტატია“პრეზიდენტის ვიზიტის წინ ნატო-ს გენერალური მდივნის მხარდამჭერ განცხადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება”