გელაშვილის ცემის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დაკითხა

საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. იკითხება სამი მოწმე, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მომხდარის დეტალები გაიხსენა.

მისი ჩვენებით, ოქრუაშვილი შეხვდა მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს. მხარეთა განხილვის თემას წარმოადგენდა ვალერი გელაშვილი, რის შემდეგაც მის მიმართ განხორციელდა ფიზიკურ ანგარიშსწორება. ოქრუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც გაიხსენა: ,,ის რაც შენ ვერ გააკეთე, შეასრულა ვანო მერაბიშვილმა“.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის განმარტებით ეს სიტყვები კიდევ ერთხელ ცხადყოფდა, რომ ვალერი გელაშვილს სწორედ ვანო მერაბიშვილი გაუსწორდა. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა ძალადობითა და დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი 2014 წელს წაუყენეს. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს 3დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ძალიან გაბედული და თამამი ნაბიჯი გადადგა – სესიაშვილი
შემდეგი სტატიატატუნაშვილის საქმეზე რეზოლუციის ტექსტის 95 % შეთანხმებულია – სესიაშვილი