გელა ნიკოლაიშვილი: როდესაც სრულად აღწერ დანაშაულს სტატისტიკაში ბუნებრივია მატება იქნება – აქვე გეტყვით, რომ დანაშაულის გახსნის მაჩვენებელიც მაღალია

გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბარში უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრობს, როგორც ნიკოლაიშვილი ამბობს როდესაც სრულად აღწერ დანაშაულს სტატისტიკაში ბუნებრივია მატება იქნება. მისი თქმით დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

„სტატისტიკა ადრე არ იყო სრულად და ობიექტურად გამჟღავნებული. როდესაც სრულად აღწერს, ბუნებრივია, ეს მოიმატებს. თუმცა აქვე გეტყვით, რომ გახსნის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია. მე არ ვიტყვი, რომ 80% და 90%-ით უნდა იყოს გახსნა, ეს არანორმალურია, მაგრამ 40% როცაა გახსნის მაჩვენებელი, ეს უკვე კარგ მაჩვენებლად ითვლება. თუ გვესმის, რომ აქ მოხდა მკვლელობა, მოხდა დაყაჩაღება, ორ-სამ დღეში, ან იმავე დღეს, გვესმის, რომ გახსნეს დანაშაული. ვერ ვიტყვით, რომ არაეფექტურად მუშაობენ. თუმცა ხშირად იმაზე მეტად მკაცრები არიან, ვიდრე უნდა იყვნენ“- აცხადებს ნიკოლაიშვილი.

უფლებადამცველი ქუჩურ გარჩევებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონის გამკაცრებაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ხელისუფლებამ კანონიერი ქურდების მიმართ და, საერთოდ, ყველა დანაშაულის მიმართ გაამკაცრა მუხლები, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზეც.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაშსს – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პოზიტიურად არის შეფასებული