გელა ნიკოლაიშვილი: ბორჩაშვილი სირიაში ყოფნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს გამორიცხავს

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული დავით ბორჩაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნის ფაქტს, თუმცა კატეგორიულად გამორიცხავს “ისლამურ სახელმწიფოსთან” მის კავშირს. ამის შესახებ “რუსთავი 2”-ს გელა ნიკოლაიშვილმა განუცხადა.

“გავრცელებულ კადრებს, რომ ის მებრძოლის ფორმაშია და იმას თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას, ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, რაც მას ბრალს წაუყენებენ. თვითონ კატეგორიულად უარყოფს “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირს. დავით ბორჩაშვილი არ უარყოფს სირიაში ყოფნას. ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, მართალია ებრძვის ასადის რეჟიმს, თუმცა ებრძვის “ისლამურ სახელმწიფოსაც”. ეს ორგანიზაცია სირიის თავისუფალი არმიაა და ეს ორგანიზაცია დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოებისგან არის მხარდაჭერილი”, – აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თუ ყველაფერი ისეა, როგორც ბორჩაშვილი ამბობს, არავითარი საფუძველი არ არის, რომ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების ბრალი წაუყენონ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 6 თვით გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიაპუტინის გამოსვლის 10 ძირითადი თეზისი G20 – დიდი ოცეულის შეხვედრაზე