17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლობლები და თანაპარტიელები დახვდნენ.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით კი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი. აღნიშნული ვადა დღეს, 29 სექტემბერს იწურება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებმა შუამავლებთან მოლაპარაკებები ცალ-ცალკე გამართეს
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: ირანში გადაწყვეტილებებს რადიკალი შიიტი სასულიერო პირები იღებენ