(video) გელა ღურწკაიამ ელისო კილაძის მოსმენა არ ისურვა და პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა

გაზეთ “ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გელა ღურწკიას პირდაპირ ეთერში ყოფნის დროს ტელეფონის საშუალებით ჩაერთო და მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა, რასაც გადაცემაში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც გელა ღურწკაია აცხადებდა, მას არ ჰქონდა ფირების გასაჯაროების მოტივი მაშინ, როდესაც მან კადრები კილაძესთან მიიტანა. ამ განცხადებას ელისო კილაძე როგორც ტყუილს ისე აფასებს და აცხადებს, რომ ფაქტის მოტივი “ქრონიკა +”-ის წინააღმდეგ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო.

“გელა ღურწკაია იტყუება. თავის პირველ ჩვენებაში ის ამბობს, რომ მას ეს კადრები მისცა ვინმე ვაჟა სისილოშვილმა, რომელიც არის კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი. ამის შემდეგ ის ცვლის ჩვენებას და ამბობს, რომ ეს კადრები მას მისცა ნიკოლოზ ხაჭაპურიძემ. რაც შეეხება მოტივს, ხაჭაპურიძემ მოიყვანა ღურწკაია, მოიტანა პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი და წავიდა უარით. მოტივი იყო ძალიან მარტივი, დაგეგმილი იყო სპეცოპერაცია ქრონიკა პლუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა კილაძემ.

გელა ღურწკაიამ ელისო კილაძის მოსმენა არ ისურვა და პროტესტის ნიშნად სტუდია პირდაპირი ეთერის დროს დატოვა.

 

https://youtu.be/U3Yu1E0TjcI

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში აფხაზი ოლიგარქი დააკავეს
შემდეგი სტატიალეხ ვალენსას შვილიშვილს ნარკოტიკების შენახვაში დასდეს ბრალი