10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

გელა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყების ცნობით, გელა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირებდა. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს გელაძე საქმიანობას.

ცნობისთვის, გელა გელაძის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 სექტემბერს განაცხადა. მანამდე გელა გელაძე სუს-ის უფროსი იყო. სუს-ში გადასვლამდე კი გელა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე მაღაზიები იწვის
შემდეგი სტატიასასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო