გელა დუმბაძე მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას დაესწრო

3 თებერვალს, უკრაინაში საქართველოს ელჩი, გელა დუმბაძე, დაესწრო ქ. კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში, გამართულ მიტროპოლიტ ეპიფანეს ინტრონიზაციის ცერემონიას.
ასევე, გელა დუმბაძე დაესწრო საღვთო ლიტურგიის შემდეგ გამართულ საზეიმო მიღებას.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, უკრაინაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები.

banner
წინა სტატიაშიზურაბ დათუნაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება