გელა დუმბაძე : ლიტვაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის, ქ. ვილნიუსში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან.
გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის შესახებ, ესაუბრა პროექტებზე, რომელსაც ამჟამად ახორციელებს აპარატი, გააცნო მათ სამომავლო ამოცანები და გაუზიარა საკუთარი ხედვა. თავის მხრივ, ჩვენმა თანამემამულეებმა გელა დუმბაძეს გააცნეს ლიტვის ქართული სათვისტომოს საქმიანობა და ინფორმაცია მიაწოდეს მათ წინაშე არსებული პრობლემების შესახებ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს კონსული ლიტვაში – ლევან ღვაჩლიანი და საელჩოს მრჩეველი ირაკლი გიგაური

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მმრთველმა ოლიგარქმა უარი თქვა შეეტანა დემოკრატიული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე : პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევას სთხოვს