გელა ბარკალაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შეჭრისთვის დაკავებულ პირებს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პირებს, რომლებიც გელა ბარკლაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ, 8-დან 12 წლამდე 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ – საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, ლისის ტბაზე პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი – The Lake – აშენდება
შემდეგი სტატია“შემაშფოთებელია, რომ საია-ს წევრი BBC-ის ფილმთან დაკავშირებით გამოკითხეს” – გაერო–ს სპეციალური მომხსენებელი