“გეხვეწებით, დედაჩემი გადაარჩინეთ!…” – გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც სუმის დაბომბვის პირველი წუთებია ასახული

 

ყურადღება: ვიდეო შეიცავს მძიმე სცენებს, მოარიდეთ ბავშვები და არამდგრადი ნერვული სისტემის მქონე პირები

დილიდან უკრაინულ პორტალებზე ვრცელდება პოლიციელის სამხრე კამერით გადაღებული, სულისშემძვრელი კადრები, რომელზეც ასახულია პირველი წუთები რუსული ბალისტიკური რაკეტებით სუმის დაბომბვის შემდეგ. ვიდეო საპატრულო პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ოლეგ ბელოშიცკიმ გამოაქვეყნა:

“ბზობის დილა სუმიში. ბზობა, ანუ დღე, როცა ბზის ფურცლები განასახიერებს მომავლის იმედს, როცა უკრაინელთა გულები რწმენით ივსება, მთელი უკრაინისთვის წუხილისა და გლოვის დღედ გადაიქცა. რუსეთმა ისევ სიკვდილლი მოგვიტანა, დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის, ბავშვები”, – ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.

ბელოშიცკის თქმით, საპატრულო პოლიცია თავიდანვე ჩაერთო სამაშველო ოპერაციაში. პირველ წუთებში ქაოსი იყო: ისმოდა ბავშვების, ზრდასრულების ყვირილი, ირგვლივ ეყარა უსიცოცხლო სხეულები, იყო ბევრი სისხლი.

ვიდეო არ არის განკუთვნილი სუსტი ნერვული სისტემის მქონეთათვის, მაგრამ არის ერთი სულისშემძვრელი კადრი, როცა პოლიციელი ცდილობს დაეხმაროს მოზარდს, ის ძლივს ამბობს:

“გეხვეწებით, დედაჩემი გადაარჩინეთ, მთავარია, დედა გადაარჩინოთ… მე არაფერი მიჭირს, კარგად ვარ…”

 

banner
წინა სტატიაში“რუსები შეცდნენ, ეს საშინელება იყო…” – დონალდ ტრამპი სუმიზე რუსული შეტევის შესახებ
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა