გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა.
განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
“1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-7 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 5 თებერვლის №73 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა ნუსხის“ მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს – გელა გელაძეს დაენიშნოს სახელმწიფო დაცვა, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2027 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად.
2. დაცვის ღონისძიებათა განხორციელება უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა”,_ წერია დოკუმენტში, რომელიც 15 სექტემბრით თარიღდება.
გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა.








