11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

გეკა გელაძემ მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, მოადგილე გიორგი სახოკიასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაარსებიდან 19 წლისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, რომელიც რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში გაიმართა.

მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძემ ხაზი გაუსვა მომსახურების სააგენტოს მნიშვნელოვან როლს მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდების მიმართულებით.

მომსახურების სააგენტოს დირექტორმა გიორგი გუნცაძემ სააგენტოს საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშიBloomberg-ი: რუსეთში ბიუჯეტის დეფიციტია, უკრაინაში ომი პუტინს ძვირი უჯდება, რის გამოც, შესაძლოა, იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმებას სწრაფად დათანხმდეს
შემდეგი სტატიასაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია